Home კულტურული მემკვიდრეობა ჯაგა სიჭინავას ნაამბობი

ჯაგა სიჭინავას ნაამბობი

by odabade

ჯაგა სიჭინავა კოვიდმა შეიწირა. ის 96 წლის ასაკში წავიდა ჩვენთან. ნათელი გონების კაცმა ლარიქსის ხეების შესახებ ისტორია შემოგვინახა.

ჯაგა სიჭინავა

ლარიქსი, მას ასევე ჭაობის კვიპაროსს უწოდებენ, შემგუებლობითი უნარის შესწავლის შემდეგ ადგილობრივ გარემო პირობებთან, ჩამოტანილიქნა ციმბირიდან და განაშენიანდა როგორც ქარდამცავი ზოლი, ლესიჭინეს მეურნეობის ტერიტორიაზე.

მოხდა ისე, რომ შემოდგომაზე ულამაზესად გადაწითლებულ ნარგავებს ზამთარში წიწვები სულ დასცვივდა. მისი ეს განსაკუთრებული გამორჩეულობა სხვა წიწვოვნებისგან საბედისწერო გახდა იმ აგრონომისთვის, რომლის პასუხისმგებლობაც იყო ეს საქმე. წიწვნარს, განსხვავებით სხვა ჯიშებისგან, გარეგნულად სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ერთხმად გადაწყდა, რომ გახმა, რის მიზედად დასახელდა ტრანსპორტირებისას ან განაშენიანებისას გაპარული შეცდომა.

პირი, ვისაც კოლოსალური თანხის წყალში გადაყრა დაჰბრალდა, დახვრიტეს. განაჩენის სისრულეში მოყვანიდან რამდენიმე თვეში, ნარგავები, გვიან გაზაფხულზე, მწვანით შეიმოსნენ.

ეს ბედის ირონიაც იყო და არაპროფესიონალიზმის ბრალიც, რასაც მაშინ არავის პატიობდნენ.

რატომ?

ადამიანმა, რომელსაც დაევალა ციმბირიდან ჩამოტანილი ნერგების გახარება, იმდენს მიხვდა, რომ დასავლეთის ნესტიანი ჰავა და ნიადაგის შემადგენლობა მოუხდებოდა, წლის განმავლობაში კი ამ უცხო მცენარის ვეგეტაციის უნარი და ციკლი არ შეისწავლა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

თუ ეცოდინებოდა, იტყოდა- ვაცალოთ ზაფხულამდე, აყვავდებაო… ჰო და იცოცხლებდაო ბედნიერად მრავალი წელი.

რა სამწუხაროა, რომ ასე ნიჭიერი კაცი ასეთმა შეცდომამ იმსხვერპლაო…” ასე ამთავრებდა ამ ამბავს ბატონი ჯაგა.

You may also like

ჩხოროწყუს ციფრული არივი

პროექტი ხორციელდება "საქართველოს რეგიონების სამოქალაქო სივრცის" და ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით.